ახალი განაცხადი დამატებითი ინფორმაცია ტექსტური ინსტრუქცია ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ დავარეგისტრირო განაცხადი სახელის და/ან გვარის შეცვლაზე სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად სახელის და/ან გვარის შეცვლაზე განაცხადის დასარეგისტრირებლად საჭიროა შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება სახელის და/ან გვარის შეცვლაზე.

ვინ შეიძლება მოითხოვოს სახელის და/ან გვარის შეცვლა ონლაინ რეჟიმში?

ონლაინ რეჟიმში სახელის და/ან გვარის შეცვლაზე განმცხადებელი შეიძლება იყოს საზღვარგარეთ მყოფი 16 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში.16 წლამდე არასრულწლოვნის,ასევე ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიონობის მქონე პირის სახელის და/ან გვარის შეცვლაზე განმცხადებელია პირის კანონიერი წარმომადგენლი.ელექტრონული განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ საზღვარგარეთ მყოფ პირს, ერთხელ მაინც აქვს მიღებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.
შენიშვნა: საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში სახელის და/ან გვარის შეცვლა დაუშვებელია საქართველოში მისი დაბადების ხელახალი რეგისტრაციის დროს.

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად/დასარეგისტრირებლად?

ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რა ვადაში ხდება სახელის და/ან გვარის შეცვლა და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურებისთვის?

ონლაინ რეჟიმში განაცხადის შემოტანისას სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში და მომსახურების საფასურია 350 ლარი;

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული მოწმობა?

შეგიძლიათ აირჩიოთ მოწმობის მიღების სასურველი ფორმა: მოწმობა საფოსტო მომსახურებით ან დაასახელოთ მესამე პირი (მინდობილი პირი) ვისაც დამზადებული მოწმობის მიღებას ანდობთ. პირველ შემთხვევაში მომსახურებას გთავაზობთ ორი გადამზიდავი კომპანია (DHL-ი და TNT), რომლებიც ქვეყნების მიხედვით მომსახურების სხვადასხვა ტარიფსა და დროს გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ მოწმობის მიღებას მინდობილი პირის მეშვეობით, აქაც გეძლევათ საშუალება დოკუმენტის გაცემის ადგილად აირჩიოთ ნებისმიერი იუსტიციის სახლი ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენი მინდობილი პირისთვის

როგორ შემიძლია სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობისა და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა?

სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობისა და საფოსტო მომსახურეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება და დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებ კამერით.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში სახელის და/ან გვარის შეცვლისთვის განაცხადის წარდგენაზე?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან სახელის და/ან გვარის შეცვლისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმთ განცხადების მიღებაზე.