ახალი განცხადება ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

რომელ მომსახურებებზე შემიძლია მინდობილობის გაფორმება?

თქვენ შეგიძლიათ მინდობილობა გააფორმოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული მოქმედების განხორციელების მესამე პირისთვის მინიჭების თაობაზე.

როგორ შემიძლია გავაფორმო მინდობილობა სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად მინდობილობის გასაფორმებლად საჭიროა იუსტიციის სახლის ვებგვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება მინდობილობის გაფორმებასთან დაკავშირებით.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში მინდობილობის გასაფორმებლად?

ონლაინ რეჟიმში მინდობილობის გასაფორმებლად დაგჭირდებათ დისტანციური მომსახურებით მინდობილობის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ონლაინ რეჟიმში მინდობილობის გაფორმების საფასური?

ონლაინ რეჟიმში მინდობილობა ფორმდება საჭირო საბუთების წარდგენისთანავე და მომსახურების საფასურია 40 ლარი.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში მინდობილობის გაფორმებაზე?

დისტანციური მომსახურეობით მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დისტანციური მომსახურების სამსახურის უფლებამოსილი პირისა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. პირადობის ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას მინდობილობის გაფორმებაზე.