რას ნიშნავს აპოსტილისა და ლეგალიზაციის ელექტრონული რეესტრი?

აპოსტილისა და ლეგალიზაციის ელექტრონული რეესტრი წარმოადგენს აპოსტილის/ლეგალიზაციის შტამპის გაყალბებისა და დამოწმებულ დოკუმენტში შემდგომი ცვლილებების შეტანისაგან დაცვის საშუალებას.
აპოსტილისა და ლეგალიზაციის ელექტრონული რეესტრის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს არა მხოლოდ მის ხელთ არსებული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის ფაქტი, არამედ ასევე იხილოს თვით აპოსტილი/ლეგალიზაციის შტამპი და დამოწმებული დოკუმენტის სკანირებული ვარიანტი.

როგორ ხდება ელექტრონულ რეესტრში აპოსტილის/ლეგალიზაციის შტამპის და დამოწმებული დოკუმენტის შემოწმება?

აპოსტილის/ლეგალიზაციის შტამპის შემოწმება ხდება აპოსტილის/ლეგალიზაციის შტამპის ნომრისა და გაცემის თარიღის საშუალებით (კერძოდ, აპოსტილზე/ლეგალიზაციის შტამპზე დატანილია 15 ციფრიანი უნიკალური ნომერი (მე–8 ველი) და გაცემის თარიღი (მე–6 ველი)). ეს ინფორმაცია უნდა იქნას მითითებული ვებგვერდზე არსებულ შესაბამის ველებში, ხოლო ღილაკზე “ძებნა“ დაჭერის შემდეგ გაიხსნება გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება აპოსტილის/ლეგალიზაციის შტამპისა და დამოწმებული დოკუმენტის ხილვა.