დამატებითი ინფორმაცია ვიდეო ინსტრუქცია





რა არის განცხადებების ელექტრონული რეესტრი?

ელექტრონული განცხადებების რეესტრში საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავის განცხადებასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს მარტივად შეუძლია ნახონ განცხადების შინაარსი, განხილვის რა ეტაპზეა განცხადება, განცხადებასთან დაკავშირებული ყველა სახის შეტყობინება და აგრეთვე საბოლოო გადაწყვეტილება: (პრეზიდენტის ბრძანებულებები, სხვადასხვა ბრძანებები, ცნობები და ა.შ)

რა სახის განცხადების ნახვა შეიძლება განცხადებების ელექტრონულ რეესტრში?

ელექტრონული განცხადების რეესტრში დაცულია შემდეგი განცხადებები

  • საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
  • საქართველოს მოქალაქეობის მიღება
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
  • საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
  • მუდმივი ბინადრობის ნებართვა
  • დროებითი ბინადრობის ნებართვა
  • ემიგრაციის ნებართვა
  • ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა (სულადობის) შესახებ ცნობა
  • საინფორმაციო-სამისამართო ბარათი
  • ერთჯერადი ვიზის გაცემა
  • მრავალჯერადი ვიზის გაცემა
  • თანამემამულის სტატუსის მინიჭება

როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია ჩემი განცხადების შესახებ?

განცხადების შემოტანისას თქვენ გადმოგეცემათ სამახსოვრო ბარათი, სადაც მითითებული იქნება თქვენი განცხადების ნომერი და კოდი მიღებული მონაცემები და საკონტროლო ციფრი შეგიძლიათ შეიტანოთ ამ გვერდის მარცხენა მხარეს მოთავსებულ შესაბამის ველში, შემდგომ დააწექით ღილაკს "ძებნა" რის შედეგადაც გაიხსნება თქვენი განცხადების გვერდი. სადაც შეგეძლებათ გადაამოწმოთ თქვენი განცხადება, მისი შინაარსი, ნახოთ განხილვის რა ეტაპზეა იგი და განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

როგორ მოვიქცე თუ დავკარგე სამახსოვრო ბარათი და არ ვიცი ჩემი განცხადების ნომერი და კოდი?

სამახსოვრო ბარათის განმეორებით მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის საშუალებით ნომერზე 2 40 10 10, ასევე სკაიპის მეშვეობით sda.gov.ge და მოითხოვოთ თქვენი განცხადების ნომერი და კოდი რომელიც გადმოგეგზავნებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.