ახალი განაცხადი დამატებითი ინფორმაცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha




საკონტროლო რიცხვი

როგორ გავაკეთო განაცხადი ადგილზე მომსახურების მისაღებად სახლიდან გაუსვლელად?

ახლიდან გაუსვლელად ადგილზე მომსახურების მისაღებად  საჭიროა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ადგილზე მომსახურების მიღებაზე.

რომელი სერვისები შემიძლია მივიღო ადგილზე მომსახურებით?

ადგილზე მომსახურებით თქვენ შეგიძლია მიიღოთ შემდეგი სერვისები:

  • ბიომეტრიული პასპორტი
  • ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტი
  • ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტი
  • არასრულწლოვნის რეგისტრაცია
  • არასრულწლოვნის რეგისტრაციის შეცვლა
  • პირადობის ელექტრონული მოწმობა
  • მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა
  • დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა
  • მისამართზე რეგისტრაცია
  • დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის
  • დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის
  • კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა

რომელ ქალაქებში შემიძლია მოვითხოვო ადგილზე მომსახურება?

ადგილზე მომსახურება შეგიძლიათ მოითხოვოთ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ხელვაჩაური

ვის შეუძლია იყოს განმცხადებელი ადგილზე მომსახურებაზე?

განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად?

ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ადგილზე მომსახურების საფასური და როგორ შემიძლია მისი გადახდა?

ადგილზე მომსახურების საფასური შეადგენს 130 ლარს. საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

ერთი განაცხადით რამდენ პირს შეუძლია ადგილზე მომსახურების მიღება?

ადგილზე მომსახურების საფასურის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს ერთი დაინტერესებული პირის ან/და მისი არასრულწლოვანი შვილის/შვილების ან/და იმ ქმედუუნარო პირის მიმართ, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის დაინტერესებული პირი.

რამდენი სერვისი შემიძლია მოვითხოვო ერთი განაცხადით ერთი დაინტერესებული პირის მიმართ?

ერთი დაინტერესებული პირის მიმართ, ადგილზე მომსახურების ერთი განაცხადით მოთხოვნილი სერვისების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება და დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებკამერით.

რა ვადაში ხდება ადგილზე მომსახურება?

ადგილზე მომსახურება ხორციელდება სამუშაო საათებში განცხადებაში მითითებულ პერიოდში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს გონივრული დროითი შუალედი.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში ადგილზე მომსახურების მოთხოვნაზე განცხადების წარდგენაზე?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან ადგილზე მომსახურების გაწევისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.