ახალი განაცხადი ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ მივიღო ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა სახლიდან გაუსვლელად ?

1. თუ თქვენ იმყოფებით საქართველოში იუსტიციის სახლის ვებგვერდზე ID-ბარათის გამოყენებით უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება და მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი ცნობა

2. თუ თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მიღებასთან დაკავშირებით.

ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მიღება?

ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მიღება შეუძლია ID ბარათის მფლობელ ნებისმიერ პირს ან საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ იუსტიციის სახლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მისაღებად?

1. თუ თქვენ იმყოფებით საქართველოში, თქვენ დაგჭირდებათ: დისტანციური მომსახურებით ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ID-ბარათი და ID-ბარათის წამკითხველი.

2. თუ თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ, თქვენ დაგჭირდებათ: დისტანციური მომსახურებით ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემის საფასური და დამზადების ვადა?

ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 15 ლარი

როგორ შემიძლია ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის საფასურის გადახდა?

ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ცნობა ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ?

დამზადებულ ცნობას, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ , მიიღებთ ელექტრონულად იუსტიციის სახლის ვებ გვერდზე, განცხადებების ელექტრონულ რეესტრში განცხადების შევსებისას მიღებული განცხადების ნომრისა და კოდის გამოყენებით.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

ს წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში და ასევე საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე თქვენ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესახებ, ასევე განცხადების სტატუსის და საბოლოო გადაწყვეტილების ნახვა ნებისმიერ დროს შესაძლებელია იუსტიციის სახლის ვებ გვერდზე განაცხადის ნომრითა და კოდით.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მიღებაზე?

პირადობის ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სულადობის ცნობის მიღებაზე.