ახალი განაცხადი დამატებითი ინფორმაცია ტექსტური ინსტრუქცია ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ შემიძლია საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის გასაკეთებლად, იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ სათანადო დოკუმენტები, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ვის შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით?

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

ონლაინ რეჟიმში, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე გაკეთებულ განაცხადს ელექტორუნულად უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

    1. პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით მისი წარდგენა შესაძლებელია თარგმნის გარეშეც);
    2. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
  1. 3. 2 რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეადგინოს ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ ან იურიდიულმა პირმა;
  2. 4. რეკომენდატორების პირადობის მოწმობის ასლები (იურიდიული პირის შემთხვევაში, ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობის ასლი);
  3. 5. სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში, ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. 6. კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (Online გადახდის შემთხვევაში არ არის აუცილებელი);

შენიშვნა უცხო ენაზე შედგენილი საბუთები უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიალური წესით დამოწმებული. აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარდა, თუ წარმოსადგენია უცხო ქვეყანაში შედგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გვარის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა), იგი საჭიროებს აპოსტილის ან ლეგალიზაციის წესით დამოწმებას (აღნიშნული პროცედურა არ ეხება დ.ს.თ–ს ქვეყნებში გაცემულ საბუთებს). აღნიშნული დოკუმენტები განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველო, თბილისი 0154 აკაკი წერეთლის გამზირი 67ა განაცხადის გასაკეთებლად ასევე დაგჭირდებათ, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

როგორ შემიძლია საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე მომსახურების საფასურის გადახდა?

საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარისწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია განაცხადზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულად ატვირთვა.

რა ვადაში განიხილება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურეობისთვის?

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დასკვნა მზადდება 80 კალენდარულ დღეში და აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 250 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს: 60 კალენდარულ დღეში - 350 ლარს, 30 კალენდარულ დღეში - 500 ლარს.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

როგორ შემიძლია მივიღო საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული საბოლოო ბრძანებულება?

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების მინიჭებას შეძლებთ იუსტიციის სახლის ვებ გვერდიდან, თქვენი განაცხადის ნომრისა და კოდის საშუალებით.

რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენაზე?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.