ახალი განცხადება ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად ?

სახლიდან გაუსვლელად საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად საჭიროა სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებგვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.

ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა?

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.

ვის შეუძლია იყოს განმცხადებელი საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნაზე ონლაინ რეჟიმში?

ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლია 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებები დამჭირდება ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად?

თქვენ დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის საფასური?

ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება გახლავთ უფასო.

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული საკონსულო აღრიცხვის ბარათი?

მატერიალური ფორმით საკონსულო აღრიცხვის ბარათის მიღებას შეძლებთ ადგილზე, იმ საკონსულოში, სადაც გაიარეთ რეგისტრაცია.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში და ასევე საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე თქვენ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესახებ.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე?

განმცხადებლის ვინაობასა ან საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე .