ახალი განცხადება ვიდეო ინსტრუქცია








როგორ შემიძლია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებგვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ სათანადო დოკუმენტები, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ვის შეიძლება მიენიჭოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი?

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც:

  1. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში;
  2. არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

ონლაინ რეჟიმში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე გაკეთებულ განაცხადს ელექტორუნულად უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  1. 2 ფოტოსურათი;
  2. პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  3. სამოტივაციო წერილი;
განაცხადის გასაკეთებლად ასევე დაგჭირდებათ, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

როგორ შემიძლია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე მომსახურების საფასურის გადახდა?

საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

რა ვადაში განიხილება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხი და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურებისათვის?

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნა მზადდება 80 კალენდარულ დღეში და აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 70 კალენდარულ დღეში - 100 ლარს.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

როგორ შემიძლია მივიღო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება?

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებგვერდიდან, თქვენი განაცხადის ნომრისა და კოდის საშუალებით.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენაზე?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.