ახალი განაცხადი ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ მივიღო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად, საჭიროა სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებგვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით.

ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მიღება?

დისტანციური მომსახურებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი და ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად?

ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფასური და დამზადების ვადა?

ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს და მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს. დაჩქარებული მომსახურებით მოწმობის გაცემის ვადა და საფასური განისაზღვრება: მე-5 სამუშაო დღეს - 60 ლარით, მე-3 სამუშაო დღეს - 70 ლარით, 24 საათის გასვლისთანავე - 80 ლარით, იმავე სამუშაო დღეს - 100 ლარით.

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა?

ამ მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა: მიიღოთ დამზადებული დოკუმენტი საფოსტო მომსახურებით ან დაასახელოთ დამზადებული დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირი. პირველ შემთხვევაში მომსახურებას გთავაზობთ ორი გადამზიდავი კომპანია (DHL-ი და TNT), რომლებიც ქვეყნების მიხედვით მომსახურების სხვადასხვა ტარიფსა და დროს გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ დოკუმენტის მიღებას დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, აქაც გეძლევათ საშუალება დოკუმენტის გაცემის ადგილად აირჩიოთ ნებისმიერი იუსტიციის სახლი ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელში გამოცხადებაც უფრო ხელსაყრელი იქნება უფლებამოსილი პირისთვის.

რამდენია საფოსტო მომსახურებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მიღების ვადა და საფასური?

საფოსტო მომსახურების ვადა და საფასური გადამზიდავ კომპანიებს განსხვავებული აქვთ, სხვადასხვა ქვეყნებისათვის იგი სხვადასხვაა. ელექტრონული განცხადების შევსებისას ავტომატურად იანგარიშება საფოსტო კომპანიის მომსახურების ტარიფები და ვადები.

როგორ შემიძლია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობისა და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა?

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში, რეგისტრირებული განაცხადის ნომრისა და კოდის საშუალებით ნაღდი ანგარიშსწორებით.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მიღებაზე?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.