ახალი განცხადება ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ შემიძლია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად?

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველმა პირმა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად, იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უნდაშეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ სათანადო დოკუმენტები, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლსთან დაკავშირებით.

ვის შეუძლია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა?

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან.

ვის შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე?

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედროვალდებულების მოუხდელობისას. ასევე პირს, თუ მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

ონლაინ რეჟიმში, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე გაკეთებულ განაცხადს ელექტორუნულად უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  1. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
  2. 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისათვის - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;
  3. გვარის გამოცვლის შემთხვევაში – გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
  5. 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;

შენიშვნა: უცხოენაზე შედგენილი საბუთები უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიალური წესით დამოწმებული. აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარდა, თუ წარმოსადგენია უცხოქვეყანაში შედგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გვარის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა), იგი საჭიროებს აპოსტილის ან ლეგალიზაციის წესით დამოწმებას (აღნიშნული პროცედურა არ ეხება დ.ს.თ–ს ქვეყნებში გაცემულ საბუთებს). აღნიშნული დოკუმენტები განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველო, თბილისი 0154 აკაკი წერეთლის გამზირი 67ა განაცხადის გასაკეთებლად ასევე დაგჭირდებათ, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

როგორ შემიძლია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე მომსახურების საფასურის გადახდა?

საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარისწორებით. ამუკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია განაცხადზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულ ადატვირთვა.

რა ვადაში განიხილება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურეობისთვის?

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე დასკვნა მზადდება 30 კალენდარულ დღეში და აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადენს 20 კალენდარული დღე 200 ლარი, 10 კალენდარული დღე 300 ლარი.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

როგორ შემიძლია მივიღო საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული საბოლოო ბრძანებულება?

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების ნახვას შეძლებთ იუსტიციის სახლის ვებგვერდიდან, თქვენი განაცხადის ნომრისა და კოდის საშუალებით.

როდის შედის ძალაში პრეზიდენტის ბრძანებულება მოქალაქეობის გასვლასთან დაკავშირებით?

  1. პრეზიდენტის ბრძანებულება შედის ძალაში მას შემდგეგ როდესაც საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული იქნება თქვენს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (გარანტია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებაზე), რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას.

რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენაზე?

განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში.