ახალი განაცხადი ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

რა არის ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ?

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ჭირდება საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ ქორწინების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნული ცნობის მიღება გულისხმობს, იმას რომ მოქალაქე ცნობის გაცემის მომენტისათვის არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და არ არსებობს მისი უცხოეთში ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

როგორ მივიღო ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემობებების არ არსებობის შესახებ სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად, იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ცნობის მიღებასთან დაკავშირებით.

ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემობებების არ არსებობის შესახებ ცნობის მიღება?

დისტანციური მომსახურებით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემობებების არ არსებობის შესახებ ცნობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ იუსტიციის სახლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად?

ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემობებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად დაგჭირდებათ დისტანციური მოსახურებით ცნობის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი

შენიშვნა:

პირი, რომელიც მანამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, წარმოადგენს წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელს დოკუმენტს, ხოლო თუ ჰყავს შვილები (შვილი) არარეგისტრირებული ქორწინებიდან, მათ დაბადების მოწმობებს.

რამდენია ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემის საფასური და დამზადების ვადა?

ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობა მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 90 ლარი

როგორ ხდება ონლაინ რეჟიმში გაცემული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის თარგმნა და აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმება?

ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადის შევსებისას,თუ დოკუმენტი საჭიროებს თარგმნასა და აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმებას, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა განაცხადის ფორმაში.

რამდენია ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმებისა და თარგმნის ვადა და საფასური?

დოკუმენტის წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურეობის საფასური შეადგენს 40 ლარს, ხოლო ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხო ენაზე თარგმნის საფასურია 20 ლარი. თუ გნებავთ თარგმნილი დოკუმენტის დამოწმება ლეგალიზაციით ან აპოსტილით დამატებით გადასახადია 40 ლარი.

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემობებების არ არსებობის შესახებ?

ამ მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა: მიიღოთ დამზადებული დოკუმენტი საფოსტო მომსახურებით ან დაასახელოთ მესამე პირი (მინდობილი პირი) ვისაც ანდობთ დამზადებული დოკუმენტის მიღებას. პირველ შემთხვევაში მომსახურებას გთავაზობთ ორი გადამზიდავი კომპანია (DHL-ი და TNT), რომლებიც ქვეყნების მიხედვით მომსახურების სხვადასხვა ტარიფსა და დროს გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ დოკუმენტის მიღებას მინდობილი პირის მეშვეობით, აქაც გეძლევათ საშუალება დოკუმენტის გაცემის ადგილად აირჩიოთ ნებისმიერი იუსტიციის სახლი, რომელში გამოცხადებაც უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენი მინდობილი პირისთვის

რამდენია საფოსტო მომსახურებით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მიღების ვადა და საფასური?

საფოსტო მომსახურების ვადა და საფასური გადამიზიდავ კომპანიებს განსხვავებული აქვთ, სხვადასხვა ქვეყნებისათვის იგი სხვადასხვა. ელექტრონული განცხადების შევსებისას ავტომატურად იანგარიშება საფოსტო კომპანიის მომსახურების ტარიფები და ვადები.

როგორ შემიძლია ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა?

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემისა და საფოსტო მომსახურეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარისწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა იუსტიციის სახლში.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მიღებაზე?

დისტანციური მომსახურეობით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დისტანციური მომსახურების სამსახურის უფლებამოსილი პირისა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. პირადობის ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ცნობის მიღებაზე.