ახალი განცხადება ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

რომელ მომსახურებებზე შემიძლია თანხმობის გამოხატვა?

თქვენ შეგიძლიათ თანხმობა გამოხატოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული მოქმედების განხორციელების თაობაზე.

როგორ შემიძლია გამოვხატო თანხმობა სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად თანხმობის გამოსახატად საჭიროა იუსტიციის სახლის ვებგვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი თანხმობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ამა თუ იმ მოქმედების განხორციელების თაობაზე.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში თანხმობის გამოსახატად?

ონლაინ რეჟიმში თანხმობის გამოსახატად დაგჭირდებათ დისტანციური მომსახურებით თანხმობის გამოხატვისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ონლაინ რეჟიმში თანხმობის გამოხატვის საფასური?

ონლაინ რეჟიმში თანხმობა ფორმდება საჭირო საბუთების წარდგენისთანავე და მომსახურების საფასურია 40 ლარი.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში თანხმობის გამოხატვაზე?

დისტანციური მომსახურეობით თანხმობის გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დისტანციური მომსახურების სამსახურის უფლებამოსილი პირისა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. პირადობის ან თანხმობის გამოხატვისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების მიღებაზე.