ახალი განაცხადი ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ მივიღო საინფორმაციო ბარათი სახლიდან გაუსვლელად ,თუ ვიმყოფები საზღვარგარეთ?

1. სახლიდან გაუსვლელად საინფორმაციო ბარათის მისაღებად, იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საინფორმაციო ბარათის მიღებასთან დაკავშირებით.

როგორ მივიღო საინფორმაციო ბარათი სახლიდან გაუსვლელად ,თუ ვიმყოფები საქართველოში?

სახლიდან გაუსვლელად საინფორმაციო ბარათის მიღება შესაძლებელია ID-ბარათის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა, შეავსოთ განცხადება იუსტიციის სახლის ვებგვერდზე, გაიაროთ იდენტიფიკაცია ID-ბარათის მეშვეობით და განახორციელოთ ანგარიშსწორება.

ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის მიღება?

ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის მიღება შეუძლია ID ბარათის მფლობელ ნებისმიერ პირს ან საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ იუსტიციის სახლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.

ვის შეუძლია იყოს განმცხადებელი საინფორმაციო ბარათის მოთხოვნაზე?

საიონფორმაციო ბარათის მოთხოვნაზე განმცხადებელი უნდა იყოს უშუალოდ ის პირი, რომელზეც შედგენილია საინფორმაციო ბარათი, ხოლო თუ საინფორმაციო ბარათი შედგენილია გარდაცვლილ პირზე, ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებები დამჭირდება ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის მისაღებად?

1. თუ თქვენ იმყოფებით საქართველოში, თქვენ დაგჭირდებათ: დისტანციური მომსახურებით საინფორმაციო ბარათის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ID-ბარათი და ID-ბარათის წამკითხველი.

2. თუ თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ თქვენ დაგჭირდებათ: დისტანციური მომსახურებით საინფორმაციო ბარათის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის გაცემის საფასური და დამზადების ვადა?

ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათი მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 15 ლარი

როგორ შემიძლია საინფორმაციო ბარათის საფასურის გადახდა?

საინფორმაციო ბარათის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული საინფორმაციო ბარათი?

დამზადებულ საინფორმაციო ბარათს მიღება შესაძლებელია ელექტრონულად იუსტიციის სახლის ვებ გვერდზე, განცხადებების ელექტრონულ რეესტრში განცხადების შევსებისას მიღებული განცხადების ნომრისა და კოდის გამოყენებით.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში და ასევე საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე თქვენ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესახებ, ასევე განცხადების სტატუსის და საბოლოო გადაწყვეტილების ნახვა ნებისმიერ დროს შესაძლებელია იუსტიციის სახლის ვებ გვერდზე განაცხადის ნომრითა და კოდით.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის მიღებაზე?

პირადობის ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საინფორმაციო ბარათის მიღებაზე.